Logo
დაგვიკავშირდით

+995 593 335333

სამუშაო საათები

ორშ. - პარ. 10:00 - 18:00

მოგვწერეთ

vipexpress.g@gmail.com

დაკავშირება ფაბრიკა ქარხნებთან

ჩვენ გთავაზობთ ჩინეთის უმსხვილეს სავაჭრო ცენტრებთან და ფაბრიკა-ქარხნებთან დაკავშირებას. მრავალწლიანმა გამოცდილებამ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ დეტალურად შეგვესწავლა ჩინეთის ბაზარი. ვფლობთ ინფორმაციას ამ ქვეყნის ფაბრიკა- ქარხნებსა და სავაჭრო ინდუსტრიაზე. ეს საშუალებას გვაძლევს სწრაფად და იაფად მოვიძიოთ ხარისხიანი პროდუქცია ჩინეთის მთელს ტერიტორიაზე . გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან თქვენთვის სასურველი საქონლის საქონლის შეძენასა და ადგილზე შემოწმებაში .

წაიკითხე მეტი

შიდა გადაზიდვა

ჩვენი კომპანია ახორციელებს შიდა გადაზიდვებს ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე. თქვენ შეძლებთ, ჩინეთის ნებისმიერი მაღაზიიდან ან ფაბრიკიდან იყიდოთ და წამოიღოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. ჩვენ დაგეხმარებით რომ, რაც შეიძლება სწრაფად , უსაფრთხოდ და შეღავათიანი პირობებით მიიტანოთ თქვენი პროდუქცია ჩვენს საწყობში.

წაიკითხე მეტი

სასაწყობე მომსახურება

ჩვენი კომპანია დაინტერესებულია იმით, რომ რაც შეიძლება კომფორტული პირობები შეუქმნას მომხმარებლებს. ჩვენი ცენტრალური საწყობები მდებარეობს ჩინეთის ოთხ ქალაქში, ესენია : პეკინი, ურუმჩი, იუ და გუანჯოუ. გთავაზობთ სასაწყობე მომსახურეობას თქვენთვის მოქნილი პირობებით. შეგიძლიათ შეთანხმებული ვადის განმავლობაში შეინახოთ ნებისმიერი ტვირთი ჩვენს საწყობში საიმედოდ და უსაფრთხოდ.

წაიკითხე მეტი

სახმელეთო ტრანსპორტირება

სახმელეთო ტრანსპორტირება ტვირთის გადაზიდვის ერთერთი უსაფრთხო და გავრცელებული მეთოდია. ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი სახის : გაბარიტული, არაგაბარიტული, ტონაჟიანი, ნაკრები და მთლიანი ტვირთის ტრანსპორტირებას სახმელეთო გზით 12-14 დღის ვადაში. ჩვენი გამოცდილი თანამშრომლები დაგეხმარებიან სასურველი მარშუტის და გადაზიდვის პირობების შერჩევაში.

P.S. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მითითებულია ტვირთის ჩამოსვლის სავარაუდო ვადები, რაც ფორს-მაჟორული სიტუაცების გამო შეიძლება შეიცვალოს.

წაიკითხე მეტი

საზღვაო ტრანსპორტორება

საზღვაო ტრანსპორტირება ერთ-ერთი ყველაზე იაფი და უსაფრთხო გადაზიდვის მეთოდია. ფასის გამო ხელსაყრელია დიდი ტონაჟიანი და მოცულობითი ტვირთების გადატანისთვის. ტრანსპორტირების ხანგრძლივობა მინიმუმ 30 და მაქსიმუმ 45 კალენდარული დღით განისაზღვრება.

P.S გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მითითებულია ტვირთის ჩამოსვლის სავარაუდო ვადები, რაც ფორს-მაჟორული სიტუაცების გამო შეიძლება შეიცვალოს.

წაიკითხე მეტი

საჰაერო ტრანსპორტირება

საჰაერო გადაზიდვა ყველაზე სწრაფი ტრანსპორტირების გზაა. სულ რაღაც 5-დან 10 დღის ვადაში შეგიძლიათ მიიღოთ ტვირთი ჩინეთიდან საქართველოში.

P.S გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მითითებულია ტვირთის ჩამოსვლის სავარაუდო ვადები, რაც ფორს-მაჟორული სიტუაცების გამო შეიძლება შეიცვალოს.

წაიკითხე მეტი